საინფორმაციო მომსახურება
საქართველოს ეროვნული არქივიდან გაიცემა შემდეგი სახის ცნობები:
- დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა;
- რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა;
- სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა;
- გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა;
- ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა და სხვ.
ცნობების გაცემის წესი:
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობები (როგორც დადებითი, ისე უარყოფითი) გაიცემა განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების პირის გადაღება ხდება განაცხადის შეტანიდან 10 დღის განმავლობაში. მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებითაც;
ცნობის აღების მსურველმა უნდა წარადგინოს:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- განაცხადი (ივსება ადგილზე);
- შესაბამისი მომსახურებისათვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
მომსახურების ტარიფი, საფასურისაგან გათავისუფლებისა და შეღავათების წესი დადგენილია „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართით. იხილეთ ბმული.






















