საქართველოს ეროვნული არქივი

home

შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი

1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის შესახებ ეროვნული არქივი სკოლის მოსწავლეთათვის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ახორციელებს.

პროექტის პირველ ეტაპზე თბილისის 20 სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა პრეზენტაციები საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე. თითოეულმა სკოლამ შექმნა 7-კაციანი გუნდი, რომლებიც 5 ჯგუფში სპეციალურ კენჭისყრაზე განაწილდნენ.

ვიქტორინას, რომელიც ეროვნულ არქივში 24-25 მაისს  ჩატარდება, სპეციალური ჟიური შეაფასებს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო გუნდი“ და  „საუკეთესო მოთამაშე“. მათთან ერთად,  ეროვნული არქივის მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზითა და სიგელით, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდებიც დაჯილდოვდებიან.

პროექტი სკოლის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი და  1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას შეეხება. არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი აღნიშნული თემატიკით მოსწავლეთა დაინტერესებას და მათთვის საარქივო მასალის გაცნობას ემსახურება.

 

იხილეთ მასალა, რომლის საფუძველზეც მომზადდება კითხვები ვიქტორინისათვის:

1. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - პრეზენტაცია

2. ალექსანრე ბენდიანიშვილი, „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ (1918-1921) - ნაწილი 1; ნაწილი 2

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ოქტომბერი 659