საქართველოს ეროვნული არქივი

home

ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა

მაჩვენე ყველა
დახურე ყველა

რა ტიპის ინფორმაციაა დაცული საქართველოს ეროვნულ არქივში?

პასუხი პასუხი
  • 1835-1921 წწ. თბილისის და 1868-1999 წწ. ქუთაისის საგუბერნიო სანოტარო კანტორისა და ქალაქის თვითმმართველობის ფონდების ქონებრივი ხასიათის ინფორმაცია - ბინებისა და მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, შენობა-ნაგებობების პროექტებისა და ცალკეულ პირებზე რიცხული ქონების (ქონების ჩამორთმევა, გაცვლა, ნაჩუქრობა, ანდერძი, მემკვიდრეობა, ნასყიდობის ხელშეკრულება, არქიტექტორის ბრძანება, პროექტები და ა.შ.) შესახებ;
  • 1921-2000 წწ. სახელისუფლებო და სამთავრობო დადგენილებები სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაზე მიწის ნაკვეთების გამოყოფისა და კერძო პირებზე რიცხული ქონების შესახებ;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლო და საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოებული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინფორმაცია.

რა შემთხვევაში შეიძლება დამჭირდეს არქივში დაცული დოკუმენტებიდან ქონებრივი უფლების შესახებ ცნობის გამოთხოვა?

პასუხი პასუხი

ცნობა დაგეხმარებათ ქონების დამტკიცებაში.

ვის მივმართო არქივში დაცული დოკუმენტებიდან ქონებრივი უფლების ცნობის მისაღებად?

პასუხი პასუხი

არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა;
  • იურიდიული პირის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის წერილობითი მომართვა ორგანიზაციის ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევში);
  • მესამე პირის მინდობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • ოთხი და მეტი შვილის მშობელის შემთხვევაში, შვილების დაბადების მოწმობები (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).

რა შემთხვევაში შეიძლება დამჭირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლო და საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოებული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინფორმაცია?

პასუხი პასუხი

ცნობა დაგეხმარებათ დაადგინოთ აღმასკომის გადაწყვეტილებები, კოოპერატივის წესდებები, დამფუძნებელთა კრების ოქმები.

ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობის გაცემის ვადა და საფასური

პასუხი პასუხი

ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა:

განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 42 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო სამუშაო დღეში - 58 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო სამუშაო დღეში - 67 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 75 ლარი;

განაცხადის შეტანის დღეს - 84 ლარი.

ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლო და საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოებული რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა:

განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;

განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.

 

მაჩვენე ყველა
დახურე ყველა

დასვით კითხვა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 595