საქართველოს ეროვნული არქივი

home

წიგნი საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღების შესახებ

18:07 | 29 მაისი, 2017

image

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს დიმიტრი სილაქაძის წიგნის - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება“ - პრეზენტაცია გაიმართა. 

გამოცემაში ავტორი საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ საარქივო მასალაზე დაყრდნობით აანალიზებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის თავდაცვის სისტემას და ასკვნის, რომ რესპუბლიკის არსებობის ამ ხანმოკლე პერიოდში ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება იყო. 

დიმიტრი სილაქაძემ პრეზენტაციაზე ყურადღება გაამახვილა იარაღის თითოეულ ტიპზე, რომელსაც 1918-21 წლების საქართველოს შეიარაღებული ძალები ფლობდა. მან მითი უწოდა გაბატონებულ მოსაზრებას, თითქოს პირველი რესპუბლიკის მთავრობას დიდძალი შეიარაღება ჰქონდა და რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში არ გამოიყენა. 

წიგნი „საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება“, ისევე, როგორც ეროვნული არქივის სხვა გამოცემები, ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში.

 

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ოქტომბერი 659