საქართველოს ეროვნული არქივი

home

თეა წულუკიანი: სამცხე ჯავახეთში რიგით მეხუთე რეგიონული არქივი შენდება

15:56 | 20 მარტი, 2019

image

„წელს და გაისად, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მშენებლობებს, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია სერვისების ხელმისაწვდომობისთვის. მაის-ივნისში გავხსნით ხონში იუსტიციის სახლს, იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ბოლნისში, ასევე - სამცხე-ჯავახეთში ეროვნული არქივის რეგიონული ფილიალის მშენებლობა. ეს იქნება რიგით მეხუთე რეგიონული არქივი, რომელიც ბოლო ექვსი წლის მანძილზე აშენდა“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ახალ შენობებში განთავსდა:

✔  ქვემო ქართლის რეგიონული არქივი (რუსთავი)

✔  კახეთის რეგიონული არქივი (თელავი)

✔  სამეგრელოს რეგიონული არქივი (ზუგდიდი)

✔  ქუთაისის ცენტრალური არქივი.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივლისი 595