საქართველოს ეროვნული არქივი

home

სტუდენტური პროექტი - საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა

15:56 | 16 იანვარი, 2018

image

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებული კვლევითი პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დღეს დაიწყო.

კონკურსის შედეგად შერჩეულ სტუდენტებს  დღეიდან ორი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საკუთარი კვლევის მიმართულებით საარქივო მასალის ელექტრონულ ასლებსა და ორიგინალებზე იმუშაონ. 

პროექტის მიზანია 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხის კვლევა, დასკვნების გამოტანა და გააზრება; იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურვილი აქვთ მომავალში კვლევის სფეროდ გაიხადონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია. ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა მკვლევარისათვის საჭირო უნარების გამომუშავებაში, რაც მათ დაეხმარება ყველაზე ძვირფასი და საჭირო მასალა  - საარქივო პირველწყარო - საკუთარ ნაშრომებში გამოიყენონ.

ეროვნული არქივის სტუდენტურ კვლევით პროექტში სამი სტუდენტი მონაწილეობს: თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ჯავახიშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების მაგისტრანტი კონსტანტინე გოგიბერიძე და თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი ნიკოლოზ სეფიაშვილი. 

მუშაობის დასრულების შემდეგ სტუდენტები საკუთარი კვლევის შედეგებს წარადგენენ, მათი ნაშრომები კი ელექტრონული ან ბეჭდური სახით გამოქვეყნდება.

2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი შესრულდა. სტუდენტური კვლევითი პროექტი ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომელთაც ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ეროვნული არქივი მიმდინარე წელს გეგმავს.

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 612