საქართველოს ეროვნული არქივი

home

სამეცნიერო ფორუმი და საზაფხულო სკოლა

17:51 | 31 იანვარი, 2018

image

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი(არისკი)/American Research Institute of the South Caucasus(ARISC), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით 25-30 ივნისს მართავს სამეცნიერო ფორუმს სახელწოდებით: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?" – „Remembering the Georgian Democratic Republic 100 Years On: A Model for Europe?", რომელიც შედგება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და საერთაშორისო საზაფხულო სკოლისგან. 

სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორები საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს.  

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 10 მარტამდე  უნდა გამოგზავნონ შევსებული   სააპლიკაციო ფორმა  შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე - summerschooldrg100@gmail.com, ან   irakli.iremadze@tsu.ge

საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებს 10 ქართველი და 10 უცხოელი მონაწილე. საზაფხულო სკოლის მსმენელთათვის ლექციებს წაიკითხავენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები. 

საერთაშორისო  საზაფხულო სკოლის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური. 

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ნოემბერი 612