საქართველოს ეროვნული არქივი

home

რელიგიური შინაარსის კრებული

რელიგიური შინაარსის კრებული, XVI საუკუნე, ნუსხური, ქაღალდი, 5 ფფ. ახლავს დეკორირებული საზედაო გრაფემები. 

წარმოდგენილ ფრაგმენტში მოთხრობილია VII საუკუნეში სპარსელების, ბარბაროსებისა და სკვითების შემოსევებისაგან ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიერ სამეუფო ქალაქის - კონსტანტინოპოლის - სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ. 

ხელნაწერის ფრაგმენტი ინახება ისტორიკოს თედო სახოკიას პირად ფონდში. მისი აღწერაგამოქვეყნებული არ ყოფილა, ამიტომ ნაკლებად ცნობილია სამეცნიერო საზოგადოებისთვის. 

ეროვნულ არქივში მიმდინარეობს პროექტი „ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“, რომელიც მოიცავს არამხოლოდ ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში შემავალი მასალის, არამედ სხვადასხვა პირად ფონდში დაცული, ფრაგმენტების სახით მოღწეული ხელნაწერების აღწერასაც.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აპრილი 595