საქართველოს ეროვნული არქივი

home

ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პროგრამა

ილია ჭავჭავაძის რეკომენდაციები ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსანდრე ჭიჭინაძეს სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით.

ილია განიხილავს ალექსანდრე ჭიჭინაძის მიერ გამოგზავნილ სასკოლო პროგრამებს და მიუთითებს ნაკლოვანებებზე ქართული და რუსული ლიტერატურის, საღვთო სჯულის ისტორიის, გალობის, გეოგრაფიისა თუ არითმეტიკის პროგრამებში; სთხოვს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრას.

განსაკუთრებით საინტერესოა ილიას შენიშვნა რუსული ენის პროგრამასთან დაკავშირებით: „აქ კიდევ უფრო საჭიროა ჩამოთვლილი იყვნენ ის სტატიები, მოთხრობები და ლექსები, რომელნიც უნდა იქმნენ წაკითხულნი, შეგნებული და ზეპირად დასწავლილნი. მხოლოდ ამგვარის სახელდობრივის ჩამოთვლით შეგვიძლიან სამუდამოდ ავაცილოთ ჩვენს სკოლას ის სენი, რომ ხშირად ქართველს ბავშვებს აკითხებენ იმისთანა სტატიებს და ლექსებს, რომელთაც აზის ბეჭედი განსაკუთრებულის რუსულის თვისებისა და რომელნიც სრულიად გაუგებარნი არიან ჩვენის ბავშვებისათვის.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
დეკემბერი 612