საქართველოს ეროვნული არქივი

home

პირველი რესპუბლიკის საიუბილეო გამოფენა ტოკიოს უნივერსიტეტში

17:29 | 29 ნოემბერი, 2018

image

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი  მიძღვნილი გამოფენა იაპონიაში, ტოკიოს უნივერსიტეტში გაიხსნა.

საქართველოს ეროვნული არქივისა და ტოკიოს უნივერსიტეტის ორგანიზებული ექსპოზიცია ასახავს  საქართველოს პირველ  დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს (1918-1921), ასევე ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა.

გამოფენაზე წარმოდგენილია წერილობითი და ფოტომასალა ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების  - არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრირებული 20-ზე მეტი ქალიდან  დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა.

ტოკიოს უნივერსიტეტში საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი გამოფენა 7 დეკემბრამდე გასტანს.

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ნოემბერი 612