საქართველოს ეროვნული არქივი

home

პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების დანიშვნის კანონი

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების დანიშვნის კანონი, რომლის საფუძველზეც საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველ დღედ 1919 წლის 14 თებერვალი დაინიშნა. 

საქართველოს დამფუძნებელი კრება იყო ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც უნდა აერჩიათ თანასწორი, ფარული, პირდაპირი წესითა და პროპორციული პრინციპით. 

არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ქვეყნის ყველა სრულწლოვან  (20 წლის) მოქალაქეს განურჩევლად სქესისა. 

ბევრ ევროპულ ქვეყანაზე ადრე, დამფუძნებელი კრების არჩევნებში ქალებს ჰქონდათ არა მხოლოდ პასიური, არამედ აქტიური საარჩევნო უფლება. სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიაში 17 ქალი იყო შეყვანილი, მათგან ხუთი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი გახდა. 

დამფუძნებელ კრებაში რესპუბლიკის მოქალაქეებს 130 დეპუტატი უნდა აერჩიათ. რესპუბლიკაში წინასაარჩევნო კამპანია 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა. საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილში არჩევნები 14, 15 და 16 თებერვალს გაიმართა.

დოკუმენტის ასლი. ორიგინალს ხელს აწერდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამხანაგი ექვთიმე თაყაიშვილი და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
დეკემბერი 612