საქართველოს ეროვნული არქივი

home

მკვლევართა დარბაზი

image

ეროვნული არქივის საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივების მკვლევართა დარბაზები მუშაობს: ორშაბათი-პარასკევი,  09:30  საათიდან  17.00 საათამდე. მკვლევართა დარბაზებში არასამუშაო დღეა ყოველი თვის პირველი  ორშაბათი.

მოქალაქე დოკუმენტებზე სამუშაოდ დაიშვება პირადი განცხადების საფუძველზე. სამეცნიერო დაწესებულების გეგმით გათვალისწინებული სამუშაოს ან სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად წარმოგზავნილ თანამშრომელს შეუძლია წარმოადგინოს დაწესებულების მომართვა. 

პირად განცხადებაში ან მომართვაში მითითებული უნდა იყოს მოქალაქის გვარი, სახელი, სამეცნიერო ხარისხი და თანამდებობა, კვლევის საგანი.

მოქალაქეს ეროვნული საარქივო ფონდით სარგებლობის ნებართვას აძლევს ცენტრალური არქივის ხელმძღვანელობა ერთი წლის ვადით. ვადის ამოწურვის ან თემის შეცვლის შემთხვევაში იგი წარმოადგენს ახალ მომართვას.

ეროვნულ არქივში მასალის მოსაძიებლად მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს არქივის სამეცნიერო-საცნობარო აპარატით - მეგზურით, აღწერით, თემატური ნუსხით, კატალოგით. საარქივო დოკუმენტები გაიცემა მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში, ერთი თვის ვადით  (განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტები - 10 დღით).

საიდუმლო დაცვაზე არსებული დოკუმენტი გაიცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწის, კერძო პირის ბიოგრაფიული დოკუმენტი მკვლევარზე გაიცემა არქივში ამ დოკუმენტის მიღებისას დაფიქსირებული პირობების გათვალისწინებით. 

მკვლევარს უფლება აქვს შეუკვეთოს მისთვის საინტერესო დოკუმენტის ასლი.  (საფასური და ვადები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილებით "ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების შესახებ")

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მარტი 659