საქართველოს ეროვნული არქივი

home

კანადური კინოს დღეები ეროვნულ არქივში

14:52 | 19 სექტემბერი, 2018

image

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი 23-25 სექტემბერს კანადური კინოს დღეებს უმასპინძლებს.

რეტროსპექტივა კანადური მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ოთხი სეანსისგან შედგება. ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალის ენაზე, ქართული თარგმანით.

კანადური კინოს დღეების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და დალჰაუსის უნივერსიტეტი. რეტროსპექტივა იმართება საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოს კვლევების კანადური ჟურნალის ფინანსური მხარდაჭერით.

ფილმებს წარადგენს კინოპროგრამის კურატორი, ევროპათმცოდნეობაში კანადის კვლევების ხელმძღვანელი, დოქტორი ჯერი უაითი.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

კანადური კინოს დღეების პროგრამა:

23 სექტემბერი. 12:00. 
ანიმაციური და ექსპერიმენტული ფილმების პროგრამა ბავშვებისთვის

„შორს მოსაწყენო საზრუნავო“. რეჟისორი ეველინ ლამბარი, ნორმან მაკლარენი. 1949
„სეირნობა“. რეჟისორი რაიან ლარკინი. 1968
„შობა მუსის ფაბრიკაში“. რეჟისორი ალანის ობომსავინი. 1971
„მეფოკუსე“. რეჟისორი ტომას ვამოსი. 1980
„კატა დაბრუნდა“. რეჟისორი კორდელ ბარკერი. 1988
„ქინქლას სიმღერა“. რეჟისორი კრისტოფერ ჰინტონი. 1991
„ბიჭი, რომელმაც აისბერგი დაინახა“. რეჟისორი პოლ დრისენი. 2000
„მე და ჩემი მულტონი“. რეჟისორი ტორილ კოუვი. 2014
„ქუუჯუაქის ჰოკეი“. რეჟისორი სემი გადბუა. 2017

23 სექტემბერი. 19:00. 
მხატვრული ფილმი „პატარა გოგო, რომელსაც ასანთი მეტისმეტად უყვარდა“. რეჟისორი: სიმონ ლავუა. 2017

24 სექტემბერი. 19:00. 
მხატვრული ფილმი „დაუდეგარი, მოუსვენარი“. რეჟისორი ქეთლინ ჰეფბერნი. 2017

25 სექტემბერი. 19:00. 
დოკუმენტური ფილმი „მონადირეები“. რეჟისორი მოშა მიქაელი; 
დოკუმენტური ფილმი „გაბრაზებული ინუკი“. რეჟისორი ალეთეა არნაკუკ-ბარილი. 2016

იხილეთ კანადური კინოს დღეების პროგრამა

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ნოემბერი 612