საქართველოს ეროვნული არქივი

home

გამოფენა „ქართული კინო“ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში

18:14 | 26 დეკემბერი, 2018

image

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 26 დეკემბერს გაიხსნა გამოფენა „ქართული კინო“.

ღონისძიება საქართველოს იუსტიიის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს.

2018 წელს ქართული კინოს 110 წლის იუბილეა. გამოფენა სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა.

ეროვნულ არქივში ქართული კინოს გადაღების ისტორიის ამსახველი საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა ინახება. მათგან გამოფენაზე წარმოდგენილია 1920_1980-იან წლებში გადაღებული კინოფილმების გადასაღები მოედნების ფოტოები და  ქართული მხატვრული ფილმების აფიშები. ფილმებს შორისაა: „ჩემი ბებია“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „არდადეგები“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „პასტორალი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ფეოლა“, „მხიარული რომანი“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვა.

დღესვე გაიმართა ამავე თემაზე შექმნილი ეროვნული არქივის 2019 წლის კალენდრების  პრეზენტაცია. 

გამოფენა 2019 წლის იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აპრილი 595