საქართველოს ეროვნული არქივი

home

გალაკტიონ ტაბიძის ექსპრომტი „ტუტკუს“



გალაკტიონის ეს ლექსი ეძღვნება პეტრე (ტუტკუ) გვარამიას, რომელიც მისი პირველი კრებულის გამომცემელი იყო; იგი 1924 წლის რეპრესიების დროს დახვრიტეს. ამ ლექსს პეტრე გვარამიას ქვრივი ნუცა აბესაძე 61 წელი ინახავდა.

გალაკტიონის ავტოგრაფი ეროვნულ არქივს გამოფენისათვის „რეპრესიები საქართველოში“ (24 ოქტომბერი-30 ნოემბერი) პეტრე გვარამიას შთამომავლებმა გადასცეს.

"როცა სიცოცხლის შორ გატაცებას,
ვუახლოვდებით, რად გვწყდება გული? 
მუდამ გვახსოვდეს, რომ უკვდავია
ჩვენი ერთობა და სიყვარული! 
მეგობრის გული როდის არ იგრძნობს 
მეგობრის სულის იდუმალებას? 
იგი აქარწყლებს მწარედ დაფარგულს 
მწუხარებას და ტანჯვა-წვალებას!"

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივნისი 595