საქართველოს ეროვნული არქივი

home

„დღესასწაული“ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში

20:19 | 11 მაისი, 2017

image

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „დღესასწაული“ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში გაიხსნა. 

გამოფენის დამთვალიერებელი გაეცნობა და გაიხსენებს დედაქალაქსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ჩატარებულ საბჭოთა დღესასწაულებს. კომუნისტური ხელისუფლების ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება პომპეზური დემონსტრაციებისა და აღლუმების მოწყობა  იყო. აქ წარმოადგენდნენ საბჭოთა ქვეყნის სამხედრო, კულტურულ, საწარმოო, სპორტულ და სხვა მიღწევებს. ღონისძიებები კარგად იყო ორგანიზებული როგორც ფინანსური, ისე დადგმის თვალსაზრისით.

გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, 1960-80-იან წლებში გამართული დემონსტრაციებისა და აღლუმების ამსახველი ფოტო და კინოქრონიკა.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 659