საქართველოს ეროვნული არქივი

home

არქივის ღია კარი

14:42 | 8 ივნისი, 2017

image

არქივების საერთაშორისო დღეს - 9 ივნისს - საქართველოს ეროვნული არქივი ახალი პროექტით - „არქივის ღია კარით“ ხვდება.

8 და 9 ივნისს დოკუმენტების საცავების დათვალიერება და იქ დაცული დოკუმენტების ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ვინც წინასწარ გაივლის რეგისტრაციას. ასეთი ტიპის პროექტი ეროვნულ არქივში პირველად ტარდება.

ეროვნული არქივის საცავებში დაშვება მხოლოდ არქივის მცველებს აქვთ. რაც შეეხება მკვლევარებს, არქივში დაცული მასალების დედნებისა და ელექტრონული ასლების გაცნობა ცენტრალური და რეგიონული არქივების მკვლევართა დარბაზებში შეუძლიათ.

„არქივის ღია კარისათვის“ მომზადებულია სპეციალური ტური, რომელიც მოიცავს წერილობითი დოკუმენტების, ფონოდოკუმენტებისა და ფოტოების საარქივო საცავების, აუდიოსტუდიის, დიგიტალიზაციისა და ლაბორატორიის ოთახების, პავილიონის დათვალიერებას.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 659