საქართველოს ეროვნული არქივი

home

ანონსი

16:54 | 18 ოქტომბერი, 2018

image

19 ოქტომბერს 18:30 სთ-ზე საქართველო-იტალიის ურთიერთობის შესახებ საარქივო დოკუმენტებისა და ფოტოების გამოფენა სახელწოდებით - „საქართველო და იტალია - მეგობრობის ისტორია“ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება.

ღონისძიებას დაესწრებიან: იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, იუსტიციის სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

საქართველოს-იტალიის ურთიერთობის ამსახველ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ორი ქვეყნის მეგობრობის დამადასტურებელი  დოკუმენტები, წერილები და ფოტომასალა XVII საუკუნიდან დღემდე.

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გამოფენა 19 ნოემბრამდე გასტანს. 

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ოქტომბერი 612