საქართველოს ეროვნული არქივი

home

ალექსანდრე ოზეროვის პროექტი

თბილისში, მიხეილისა და კოლონიის ქუჩების კუთხეში  (დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზ. #44) მდებარე სამსართულიანი სახლის პროექტი, რომელიც დამტკიცებულია 1913 წლის თებერვალში.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამკვეთი იყო თბილისელი ვაჭარი დავით იუზბაშევი. მოგვიანებით, ათწლეულების განმავლობაში, აქ ფოსტა მდებარეობდა.

შენობის არქიტექტურა ცნობილ არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვს ეკუთვნის. ეროვნულ არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, რომ მან პროექტი 1911 წლის დეკემბერში შეიქმნა.

შენობის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების პროექტ „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს. 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 595