საქართველოს ეროვნული არქივი

home

ცნობა შენობა–ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის შესახებ

მაჩვენე ყველა
დახურე ყველა

რა ტიპის ინფორმაციაა დაცული საქართველოს ეროვნულ არქივში შენობა–ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის საკითხზე?

პასუხი პასუხი

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია შემდეგი ტიპის ინფორმაცია:

სამშენებლო პასპორტების შესახებ:

სამშენებლო პასპორტები, რომლებიც  წარმოადგენენ კონკრეტულ მისამართზე მდებარე შენობის პირად საქმეს და მოიცავს ყველა სახის დოკუმენტაციას შენობის შესახებ, მათ შორის:  გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, ნებართვა თბილგაზიდან, თელასიდან, თბილწყალიდან, სეისმოლოგიურ და გეოლოგიურ დასკვნებს, მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები), შიდა და გარე კეთილმოწყობა, მიწისქვეშა კომუნიკაციების სქემა და ა.შ.

შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ:

შენობა-ნაგებობების და მასთან  დაკავშირებული ყველა სახის ტექნიკური კომუნიკაციების ექსპლუატაციაში მიღების დოკუმენტაცია.

მიწის ნაკვეთის  გეგმის  (წითელი ხაზებიშესახებ:

კონკრეტულ მისამართზე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გეგმას - წითელ ხაზებს, შეთანხმებულს ქ. თბილისის მთავარ არქიტექტორთან.

რა შემთხვევაში შეიძლება დამჭირდეს არქივში დაცული დოკუმენტებიდან აღნიშნული ცნობების გამოთხოვა?

პასუხი პასუხი

სამშენებლო პასპორტების შესახებ:

ცნობა დაგეხმარებათ დაადგინოთ თუ სად და რა მდებარეობს ამა თუ იმ შენობაში.

შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ:

ცნობა დაგეხმარებათ დაადგინოთ ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტის გამცემი ორგანო და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი.

მიწის ნაკვეთის  გეგმის  (წითელი ხაზებიშესახებ:

ცნობა დაგეხმარებათ წითელი ხაზების და მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენაში.

ვის მივმართო არქივში დაცული დოკუმენტებიდან ცნობის მისაღებად?

პასუხი პასუხი

არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა;
  • იურიდიული პირის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის წერილობითი მომართვა ორგანიზაციის ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევში);
  • მესამე პირის მინდობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • ოთხი და მეტი შვილის მშობელის შემთხვევაში, შვილების დაბადების მოწმობები (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).

შენობა–ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის ცნობის ვადა და საფასური

პასუხი პასუხი

სამშენებლო პასპორტების შესახებ:

განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;

განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.

შენობა-ნაგებობების ექსპლატაციაში მიღების შესახებ:

განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;

განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.

მიწის ნაკვეთის  გეგმის  (წითელი ხაზებიშესახებ:

განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში გაცემისათვის - 26 ლარი;

(მომზადების დრო დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის სირთულეზე).

მაჩვენე ყველა
დახურე ყველა

დასვით კითხვა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივლისი 595