საქართველოს ეროვნული არქივი

home

ახალი ამბები

30.05.2018 ნოე რამიშვილის ალბომი და ლევილის მამულის უკანასკნელი არქივი

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, შესახებ ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც იუსტიციის მინისტრმა გახსნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წევრები ესწრებოდნენ.

29.05.2018 თეა წულუკიანი „UNESCO“-ს გენერალურ დირექტორ ოდრე აზულეს შეხვდა

28 მაისს პარიზში საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და „UNESCO“-ს გენერალური დირექტორის ოდრე აზულეს შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს „UNESCO“-თან საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები. ორგანიზაციის გენერალური დირექტორი დაინტერესდა საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის მიმართულებებით. იუსტიციის მინისტრმა გენერალურ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის 17-19 ივლისს საქართველოში ორგანიზების თაობაზე, რომლის თავმჯდომარეობა ჩვენმა ქვეყანამ გასულ წელს საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა.

29.05.2018 ანონსი

30 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, შესახებ გამოცემული ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ნოე რამიშვილის შვილიშვილი მიშელ რამიშვილი, მამია ბერიშვილის შვილი ტიერი ბერიშვილი, ასევე, პირველი რესპუბლიკის მოღვაწეთა სხვა შთამომავლები.

წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული არქივისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით.

მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #1/პეკინის#40

25.05.2018 იუსტიციის მინისტრმა ეროვნულ არქივში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა

პირველი რესპუბლიკის უნიკალური დოკუმენტების დედნები და დღემდე უცნობი მასალა ლევილიდან − იუსტიციის მინისტრმა ეროვნულ არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია გახსნა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.

23.05.2018 ვილნიუსში პირველი რესპუბლიკის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა

ვილნიუსში, ლიტვის სახელმწიფო არქივის საგამოფენო სივრცეში, დღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. 

ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ლიტვის სახელმწიფო ცენტრალური არქივის დირექტორმა რამოიუს კრაუელისმა გახსნეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიტვის კულტურის სამინისტროს, ლიტვაში საქართველოს საელჩოს, ლიტვის საისტორიო და უახლესი ისტორიის არქივების, კაუნასის არქივისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

15.05.2018 თენგიზ უთმელიძის პერსონალური გამოფენა ეროვნულ არქივში

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა საქართველოს სახალხო არტისტის, ,,სუხიშვილების“ ანსამბლის ყოფილი წამყვანი სოლისტის, თენგიზ უთმელიძის პერსონალური გამოფენა „სუხიშვილები“.

08.05.2018 ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე 2010 წელს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია დღეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა.

05.05.2018 ვიტორიო სელას ფოტოგამოფენა ეროვნულ არქივში

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, ფოტოფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში დღეს იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას გამოფენა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, ფოტოკონკურს „ქოლგის“ დამფუძნებელმა ბესო ხაინდრავამ და იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ გახსნეს.

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
დეკემბერი 612