ახალი ამბები
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?" – („Remembering the Georgian Democratic Republic 100 Years On: A Model for Europe?“) - 29 ივნისის სესია საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში მიმდინარეობს.

28 ივნისს, 18:00 საათზე ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება გამოფენა „ბერტა ფონ ზუტნერი - ავსტიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში - ცხოვრება საქართველოში“. ღონისძიება საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებულია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის რეაბილიტაციისა და გაფართოების პროექტზე მუშაობა განახლდა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები (დასუფთავება და მიწის სამუშაოები), მშენებლობა დაიწყება მას შემდეგ, რაც შენობის არქიტექტურული პროექტის კორექტრებული ვერსია იქნება მზად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - გამარჯვებული ხობის #2 საჯარო სკოლა გახდა.
ფინალურ ტურში მეორე ადგილზე ქარელის #2 საჯარო სკოლა, მესამეზე კი - თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა გავიდა.
პრიზიორები საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა შთამომავლებმა - მიშელ რამიშვილმა და ტიერი ბერიშვილმა დაასაჩუქრეს.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. საიუბილეო მარკის შექმნის იდეა საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს ფოსტას ეკუთვნის. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოს ფოსტის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და მოწვეული სტუმრები.