საქართველოს ეროვნული არქივი

home

ქართული დიაფილმი

2016 წლის 29 დეკემბერს  ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში  გამოფენა „ქართული დიაფილმი“  გაიხსნა,  რომელიც ქართული დიაფილმის შექმნისა და განვითარების ისტორიას ასახავდა.

დამთვალიერებელს საშუალება ქონდა დაეთვალიერებინა 60-მდე ქართული დიაფილმის ორიგინალი ნახატი და ელექტრონული ვერსია, შემოქმედებითი ჯგუფისა და დიაფილმების დამზადების პროცესის ამსახველი ფოტოები და კინომასალა, ასევე ტექნიკური საშუალებები, რითაც იქმნებოდა დიაფილმები.

დიაფილმი პოზიტიურ ფირზე გადატანილი ნახატები და ტექსტია, რომლის საჩვენებლად სპეციალური აპარატი გამოიყენება. ქართული დიაფილმების ისტორია 1950-იან წლებში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტგაერთიანების სტუდიაში დაიწყო. სხვადასხვა ქართული თუ უცხოური ზღაპრის, თქმულებისა და მოთხრობის დიაფილმის შესაქმნელად არაერთი მხატვარი და სცენარისტი მუშაობდა. დიაფილმები საქართველოში პოპულარობით სარგებლობდა 1950-1980-იან წლებში.

ბოლო ორი წელია, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი ქართული დიაფილმების მოძიებაზე მუშაობს, შედეგად, შეიქმნა ქართული დიაფილმების კოლექცია, სადაც 130 დასახელების ფილმი შედის. ამასთან, 2016 წელს ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერებისაგან შეიძინა დიაფილმების ორიგინალი ნახატები - 26 დასახელების დიაფილმის 1150 ორიგინალი ნახატი.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა არქივმა  დიაფილმების ორიგინალი ნახატებიდან შექმნილი 2017 წლის კალენდარი წარმოადგინა.

ფოტო გალერეა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 595