საქართველოს ეროვნული არქივი

home

ფერადი ტაო-კლარჯეთი

ისტორიული ტაო-კლარჯეთის ამსახველი 60 ფოტო ბათუმის იუსტიციის სახლში 2012 წლის მაისში გამოიფინა.

ექსპოზიციაზე ის ფოტომასალა იყო წარმოდგენილი, რომლებიც ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული. მათ შორისაა: ოპიზა, ტბეთი, იშხანი, ხახული, თეთრციხე, და სხვები. 


ფოტოები 1950-70 წლებში მიუნხენში მოღვაწე ემიგრანტის ვანო ქიქოძის მიერაა გადაღებული.


გამოფენა ნაწილი იყო საერთაშორისო კონფერენციისა „ტაო-კლარჯეთი", რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით 2012 წლის 5-8 სექტემბერს ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.

ვანო ქიქოძის კოლექცია 550 დიაპოზიტივს აერთიანებს და ასახავს ტაო-კლარჯეთის უნიკალურ ძეგლებს: ერზრუმის, ანტიოქიის, დიარბექირის, ტრაპიზონისა თუ სტამბულის სხვადასხვა უბანს, ციხე-სიმაგრეებს; სომხური კულტურის ცალკეულ ძეგლებს.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივნისი 595