საქართველოს ეროვნული არქივი

home

ჯვრის მონასტერი

ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი - ჯვარი დგას მცხეთასთან მთის წვერზე მდინარეების: მტკვრისა და არაგვის შესართავთან. ქრისტიანობის მიღებისთანავე ამ ადგილას მეფე მირიანმა ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც. ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს "მცირე ჯვარს" უწოდებენ. VI ს-ის ბოლოს და VII ს-ის დასაწყისში გუარამის ძემ – ერისმთავარმა სტეფამოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი დღევანდელი ჯვარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს. მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის ეკლესიებისა, იგი ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს. მონასტრის გარშემო სხვა არსებული ნაგებობები (კოშკი, გალავანი) უფრო გვიანდელია. ტაძრის ფასადებზე გამოსახულია როგორც რელიგიური ისე ისტორიული პირებიც, არის ძველი წარწერებიც. მცხეთის ჯვარი იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნუსხაში შედის.

ფოტო გალერეა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 595