საქართველოს ეროვნული არქივი

home

საერთაშორისო კონფერენცია

არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები

 

26-28 სექტემბერი, 2019

საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს თეზისების მიღებას მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“.

კონფერენციის მიზანი: სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა; ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება; ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება; ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

• არქივმცოდნეობა

• წყაროთმცოდნეობა

• სიძველეთმცოდნეობა

• ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოლოგია

• ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია)

• საბუნებისმეტყველო კვლევები

• კულტურათაშორისი კომუნიკაციები

• რესტავრაცია-კონსერვაცია

• ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები

• კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი

• საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში

კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება მცირე საგანმანათლებლო პროგრამებიც, რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე მაგისტრებსა და დოქტორანტებს.

• თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 ივნისი (სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა - 500).

• თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინება დაიგზავნება 15 ივლისს.

საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე.

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) და გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kasatiani@archives.gov.ge.

კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ან მასალების ელვერსია განთავსდება ეროვნული არქივის საიტზე: www.archives.gov.ge

საკონტაქტო ინფორმაცია: 577 13 03 80, email: kasatiani@archives.gov.ge.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 595