საქართველოს ეროვნული არქივი

home

კალენდარი

29.06.2018 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ეროვნული არქივის კინოდარბაზში

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?" – („Remembering the Georgian Democratic Republic 100 Years On: A Model for Europe?“) - 29 ივნისის სესია საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში მიმდინარეობს.

28.06.2018 ანონსი

28 ივნისს, 18:00 საათზე ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება გამოფენა „ბერტა ფონ ზუტნერი - ავსტიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში - ცხოვრება საქართველოში“. ღონისძიება  საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებულია.

13.06.2018 სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა განახლდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის რეაბილიტაციისა და გაფართოების პროექტზე მუშაობა განახლდა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები (დასუფთავება და მიწის სამუშაოები), მშენებლობა  დაიწყება მას შემდეგ, რაც შენობის არქიტექტურული პროექტის კორექტრებული ვერსია იქნება მზად.

04.06.2018 საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული ხობის #2 საჯარო სკოლა გახდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - გამარჯვებული ხობის #2 საჯარო სკოლა გახდა.

ფინალურ ტურში მეორე ადგილზე ქარელის #2 საჯარო სკოლა, მესამეზე კი - თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა გავიდა.  

პრიზიორები საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა შთამომავლებმა - მიშელ რამიშვილმა  და ტიერი ბერიშვილმა დაასაჩუქრეს.

31.05.2018 საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების წარდგენა

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.   საიუბილეო მარკის შექმნის იდეა  საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს ფოსტას ეკუთვნის. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოს ფოსტის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და მოწვეული სტუმრები.

30.05.2018 ნოე რამიშვილის ალბომი და ლევილის მამულის უკანასკნელი არქივი

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, შესახებ ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც იუსტიციის მინისტრმა გახსნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წევრები ესწრებოდნენ.

29.05.2018 თეა წულუკიანი „UNESCO“-ს გენერალურ დირექტორ ოდრე აზულეს შეხვდა

28 მაისს პარიზში საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და „UNESCO“-ს გენერალური დირექტორის ოდრე აზულეს შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს „UNESCO“-თან საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები. ორგანიზაციის გენერალური დირექტორი დაინტერესდა საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის მიმართულებებით. იუსტიციის მინისტრმა გენერალურ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის 17-19 ივლისს საქართველოში ორგანიზების თაობაზე, რომლის თავმჯდომარეობა ჩვენმა ქვეყანამ გასულ წელს საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა.

29.05.2018 ანონსი

30 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, შესახებ გამოცემული ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ნოე რამიშვილის შვილიშვილი მიშელ რამიშვილი, მამია ბერიშვილის შვილი ტიერი ბერიშვილი, ასევე, პირველი რესპუბლიკის მოღვაწეთა სხვა შთამომავლები.

წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული არქივისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით.

მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #1/პეკინის#40

25.05.2018 იუსტიციის მინისტრმა ეროვნულ არქივში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა

პირველი რესპუბლიკის უნიკალური დოკუმენტების დედნები და დღემდე უცნობი მასალა ლევილიდან − იუსტიციის მინისტრმა ეროვნულ არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია გახსნა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.

23.05.2018 ვილნიუსში პირველი რესპუბლიკის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა

ვილნიუსში, ლიტვის სახელმწიფო არქივის საგამოფენო სივრცეში, დღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. 

ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ლიტვის სახელმწიფო ცენტრალური არქივის დირექტორმა რამოიუს კრაუელისმა გახსნეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიტვის კულტურის სამინისტროს, ლიტვაში საქართველოს საელჩოს, ლიტვის საისტორიო და უახლესი ისტორიის არქივების, კაუნასის არქივისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

15.05.2018 თენგიზ უთმელიძის პერსონალური გამოფენა ეროვნულ არქივში

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა საქართველოს სახალხო არტისტის, ,,სუხიშვილების“ ანსამბლის ყოფილი წამყვანი სოლისტის, თენგიზ უთმელიძის პერსონალური გამოფენა „სუხიშვილები“.

08.05.2018 ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე 2010 წელს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია დღეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა.

05.05.2018 ვიტორიო სელას ფოტოგამოფენა ეროვნულ არქივში

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, ფოტოფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში დღეს იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას გამოფენა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, ფოტოკონკურს „ქოლგის“ დამფუძნებელმა ბესო ხაინდრავამ და იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ გახსნეს.

05.05.2018 ანონსი

5 მაისს, 17:00 საათზე იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში (ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/პეკინის #40) ფოტოფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში იტალიელი ალპინიტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას ფოტოების გამოფენა გაიხსნება.

02.05.2018 ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალზე ეროვნულ არქივში დაცული აფიშები გამოიფინა

ქართული ფილმების მეხუთე კინოფესტივალზე, „Georgia 100 – A Film Fest Feast“, რომელიც 1 მაისს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გაიხსნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული კინოპლაკატების კოლექცია გამოიფინა.

02.05.2018 ეროვნული არქივის პროექტის ფინალში 73 სკოლის გუნდი გადავიდა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ფინალური თამაშის მონაწილეები გამოვლინდა.

30.04.2018 პირველი რესპუბლიკის გამოფენა გორის იუსტიციის სახლში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე რეგიონებში გამოფენებს აგრძელებს. დღეს 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია გორის იუსტიციის სახლში გაიხსნა.

27.04.2018 ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალური თამაში დასრულდა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალური თამაში დღეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდრულად გაიმართა.

25.04.2018 ანონსი

26 აპრილს, 12:00, 14:00 და 16:00 საათებზე თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდრულად გაიმართება პირველი რესპუბლიკის თემაზე იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებული „რა? სად? როდის?“, ნახევარფინალური თამაში.

24.04.2018 ამიერკავკასიის რესპუბლიკა და სეიმი - გამოფენა და კონფერენცია

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა პოლონურ-ქართული კომისიის ისტორიკოსთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა „ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის 100 წლისთავი".

24.04.2018 ქართველი რესტავრატორები პოლონეთში დაცული ქართული ხელნაწერების სარესტავრაციო გეგმაზე მუშაობენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრატორები კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავადი ჩარტორისკების ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების სარესტავრაციო გეგმის შედგენაზე მუშაობენ.

24.04.2018 ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სემინარი მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ეროვნული არქივი 23-27 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შპს საქართველოს მელიორაციისა და ქალაქ მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის თანამშრომლებისთვის სემინარს ატარებს.

23.04.2018 საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალური თამაში 26 აპრილს გაიმართება

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“  - ნახევარფინალური თამაში  2018 წლის 26 აპრილს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად გაიმართება.

18.04.2018 პირველი რესპუბლიკის გამოფენა გურჯაანის იუსტიციის სახლში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე რეგიონებში გამოფენებს აგრძელებს. დღეს 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია გურჯაანის იუსტიციის სახლში გაიხსნა.

14.04.2018 წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა ელექტრონული საძიებელი შეიქმნა

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრების ელექტრონული საძიებელი, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით შეიქმნა, საზოგადოებას დედაენის დღეს პროექტის ავტორმა, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა წარუდგინა.

13.04.2018 ანონსი - ელექტრონული საძიებლის პრეზენტაცია

14 აპრილს, 13:00 საათზე,  ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართება „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრების ელექტრონული საძიებლის პრეზენტაცია. პროექტი საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით განხორციელდა.

17.03.2018 თბილისს საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზი შეემატება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ძველ კინოდარბაზს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 25-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნული არქივის კინოდარბაზი 10 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება, დღეს კი, კინოდარბაზის პრეზენტაცია ექსკლუზიურად მოეწყო კინოს სფეროს სხვადასხვა თაობის მოღვაწეებისათვის, ასევე, იმ რეჟისორებისა და რეჟისორთა შთამომავალთათვის, რომელთა ნამუშევრებსაც ეროვნული არქივი ინახავს. სტუმრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უმასპინძლა. 

15.03.2018 ახალციხეში არქივის შენობის სამშენებლო სამუშაოებისას მე-18-მე-19 საუკუნეების შენობის არქეოლოგიური ნაშთები აღმოჩნდა

ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის გვერდით, მისი გაფართოების მიზნით დაწყებული მიწის სამუშაობისას, მე-18-მე-19 საუკუნეების შენობის არქეოლოგიური ნაშთები აღმოჩნდა. 

16.01.2018 სტუდენტური პროექტი - საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებული კვლევითი პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დაიწყო.

29.12.2017 ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაცია 2017 წელს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში 2017 წლის განმავლობაში სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 22 126 ქაღალდისა და 48 ეტრატის ფურცელს, 1196 ფოტოპოზიტივს, 16 რუკას, 86 ტექნიკურ ნახაზს, 5 აფიშას, 136 გაზეთს, 1 წიგნსა და სხვა საარქივო მასალას.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 612