საქართველოს ეროვნული არქივი

home

ცნობა დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების და განქორწინების შესახებ

მაჩვენე ყველა
დახურე ყველა

ვის მივმართო არქივში დაცული დოკუმენტებიდან დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების და განქორწინების შესახებ ცნობის მისაღებად?

პასუხი პასუხი

დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების და განქორწინების შესახებ ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა;
  • იურიდიული პირის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის წერილობითი მომართვა ორგანიზაციის ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მესამე პირის მინდობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • ოთხი ან მეტი შვილის მშობელის შემთხვევაში, შვილების დაბადების მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ მოთხოვნილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).

რა შემთხვევაში შეიძლება დამჭირდეს არქივში დაცული დოკუმენტებიდან დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების და განქორწინების შესახებ ცნობის გამოთხოვა?

პასუხი პასუხი

აღნიშნული ცნობა დაგეხმარებათ პირადობის მოწმობის აღებაში, მემკვიდრეობის მიღებაში, გვარის გენეალოგიის დადგენასა და დაზუსტებაში.

დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების და განქორწინების დამადასტურებელი ცნობის გაცემის ვადა და საფასური

პასუხი პასუხი

დაბადების რეგისტრაციის  შესახებ  ცნობის   მიღება:

განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში  - 12 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში  - 14 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში  - 16 ლარი;

განაცხადის შეტანის დღეს  - 18 ლარი.

გარდაცვალების რეგისტრაციის  შესახებ  ცნობის   მიღება:

განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში  - 9 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში  - 12 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში  - 14 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში  - 16 ლარი;

განაცხადის შეტანის დღეს  - 18 ლარი.

ქორწინების  რეგისტრაციის  შესახებ  ცნობის   მიღება:

განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში  - 9 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში  - 12 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში   - 14 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში  - 16 ლარი;

განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.

განქორწინების  რეგისტრაციის  შესახებ  ცნობის   მიღება:

განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში  - 14 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;

განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.

რა ტიპის ინფორმაცია არის დაცული საქართველოს ეროვნულ არქივში?

პასუხი პასუხი

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია:

  • 1818-1927 წწ. საქართველოში დაბადებულ მოქალაქეთა შესახებ (მათ შორის სომხურ ეკლესიებში 1862-1921 წწ. კათოლიკურ ეკლესიებში 1796-1922 წწ. თბილისისა და ქუთაისის ებრაულ სინაგოგებში 1871-1921 წწ.)საეკლესიო და სააქტო ჩანაწერები;
  • 1818-1927 წწ. საქართველოში გარდაცვლილ მოქალაქეთა შესახებ საეკლესიო და სააქტო ჩანაწერები;
  • 1818 - 1927 წწ. საქართველოში დაქორწინებულ მოქალაქეთა შესახებ (მათ შორის სომხურ ეკლესიებში 1862-1921 წწ. კათოლიკურ ეკლესიებში 1796-1922 წწ. თბილისისა და ქუთაისის ებრაულ სინაგოგებში 1871-1921 წწ.) საეკლესიო და სააქტო ჩანაწერები;
  • 1921-1927 წწ. საქართველოში განქორწინებულ მოქალაქეთა და უმაღლესი სასამართლოს მიერ 1939-1970 წწ. გაუქმებულ ქორწინებთა სააქტო ჩანაწერები;
  • 1871-1921 წწ. თბილისისა და ქუთაისის ებრაული სინაგოგების მეტრიკული წიგნები ებრაელ მოქალაქეთა განქორწინების შესახებ.
მაჩვენე ყველა
დახურე ყველა

დასვით კითხვა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 595