საქართველოს ეროვნული არქივი

home

დეპოზიტური შენახვა

დეპოზიტური შენახვის სერვისი ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საშუალებას აძლევს, თავისი კუთვნილი დოკუმენტები დროებით შესანახად გადასცეს ეროვნულ არქივს. ამ მიზნით პირი   წერილობით მიმართავს ეროვნულ არქივს ან  მის  სისტემაში  შემავალ  ცენტრალურ ან რეგიონულ არქივს.

დეპოზიტურად შენახული  დოკუმენტების  მიღებამდე  ეროვნულ  არქივსა  და  მესაკუთრეს  შორის  იდება  ხელშეკრულება, რომელშიც  აღნიშნული იქნება დოკუმენტების  დეპოზიტური   შენახვისათვის  შერჩევის,   გადაცემისა  და  გამოყენების პირობები. ამავე დროს, ფორმდება  დოკუმენტების დეპოზიტური შენახვის მიღება-გადაცემის აქტი, რომელშიც უთითებენ   ხელშეკრულების მოქმედების ვადას.  

სერვისის საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილების - "ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების შესახებ" - პირველი მუხლის მე-12 პუნქტით.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 659