National Archives of Georgia

home

პროექტის შესახებ

საქართველოს ისტორიული გვარების გენეალოგიური კვლევის პროექტი ეროვნულ არქივში 2010 წლიდან მიმდინარეობს. იური ჩიქოვანი, რომელიც პროექტის ფარგლებში ეროვნულ არქივთან თანამშრომლობს, „ქართული გენეალოგიური საზოგადოების” თავმჯდომარე, დინასტიური კავშირის “ბაგრატოვანთა სახლი” მთავარი გენეალოგი, საერთაშორისო გენეალოგიური აკადემიის ნამდვილი წევრია.

იური ჩიქოვანმა საქართველოს, მოსკოვის და პეტერბურგის საარქივო მასალების დამუშავებით, ხელნაწერთა ინსტიტუტში, ეროვნულ და სხვა ბიბლიოთეკებში დაცული დოკუმენტების, მრავალი ისტორიული და სხვა წყაროს შესწავლის და ანალიზის საფუძველზე შეადგინა ფეოდალური გვარების გენეალოგია.

ამჯერად, წარმოგიდგენთ იური ჩიქოვანის მიერ გამოკვლეული გვარებიდან ხუთი გვარის: თარხან-მოურავების, ამირეჯიბების, ფალავანდიშვილების, თაქთაქიშვილებისა და მაღალაშვილების გენეალოგიურ ნუსხებს, თანდართულ კომენტარებს, მათ ანბანურ საძიებლებს იოსებ ბიჭიკაშვილის მიერ შედგენილ ისტორიულ ნარკვევებთან ერთად და  ეროვნულ არქივში დაცულ ფოტო-მასალას.

OUR SERVICES

All Services