2012-01-26 11:05:04
gn2oxq.jpgიუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული მასალების მიმოხილვას, რომელის ამჯერად სასულიერო მოღვაწის, მეცნიერის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლის, წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის პირად ფონდს ეხება. გაბრიელ ქიქოძე დაიბადა 1825 წელს, ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. მან განათლება თბილისის სასულიერო სემინარიაში, პეტერბურგის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო.
2012-01-20 13:08:47
a3t9gq.jpgსაქართველოს ეროვნული არქივი, “M.T. Studio-სა“ და „კიკალა სტუდიოსთან“ ერთად, ჩართულია პროექტში „ძველი და ახალი“, რომლის მიზანია საქართველოს წარსულისა და აწმყოს ასახვა. პროექტი ითვალისწინებს მაღალმხატვრული ალბომის შექმნას, რაც საშუალებას მოგვცემს, შევადაროთ საუკუნისწინანდელი რეალობა აწმყოსთან.
2012-01-11 14:41:07
omopld.jpgსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი მზრუნველობამოკლებული ბავშვების ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრს „ბეღურები“ ეწვია. არქივის წარმომადგენლებმა მოზარდებს საჩუქრად მიუტანეს წიგნები, სპორტული ინვენტარი და ტკბილეული.
2011-12-30 15:15:56
qvvx3m.jpgსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2011 წელს გაწეული მუშაობის შედეგები შეაჯამა. ამ პერიოდში საქმიანობის მთავარი მიმართულებები იყო: ეროვნული საარქივო ფონდის ხელმისაწვდომობის გაზრდა; დოკუმენტების რესტავრაცია; ფონდების გამდიდრება; გამოფენების ორგანიზება; საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება; დოკუმენტების დაცვისა და შენახვის პირობების გაუმჯობესება; ელექტრონულ კატალოგებზე მუშაობა.
2011-12-28 10:51:48
6o873w.jpgსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს გამოფენა „ძველი და თანამედროვე ბათუმი“ გაიხსნა, სადაც XIX-XX-XXI საუკუნეებში გადაღებული ბათუმის ხედებია წარმოდგენილი. გამოფენასთან ერთად გაიმართა 2012 წლის კალენდრის პრეზენტაცია, რომელიც თანამედროვე ბათუმის თემას ეძღვნება. ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა.
2011-12-23 15:26:13
l29j32.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების საქმისწარმოების სამსახურებისა და არქივების თანამშრომლებს, რომელთაც ეროვნულ არქივში ერთკვირიანი სემინარი გაიარეს, დღეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა სერტიფიკატები გადასცა. სერტიფიკატი ღონისძიების 54-მა მონაწილემ მიიღო.
2011-12-21 14:59:16
lrdof5.jpgსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში დღეს ახალი გამოცემის „საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნები“ პრეზენტაცია და ხელნაწერების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალური დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. წიგნში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სასულიერო შინაარსის 22 მოხატული ხელნაწერის 67 ილუსტრაცია. საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნების“ რედაქტორ-შემდგენელი ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების უფროსი მანანა ჭუმბურიძეა, კონსულტანტი კი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ზაზა სხირტლაძე.
2011-12-21 14:58:53
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაწესებულებათა არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი სემინარი მიმდინარეობს. სემინარში მონაწილეობენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების საქმისწარმოების სამსახურებისა და არქივების სპეციალისტები, სულ 55 მსმენელი.
2011-12-20 19:39:36
k20vxu.jpgსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გამართულ იუსტიციის სამინისტროს ტურნირში ინტელექტუალურ თამაშებში „რა? სად? როდის?“ და „ბრეინ-რინგი“ საჯარო რეესტრის ერთ-ერთმა გუნდმა გაიმარჯვა. ინტერექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების 15 გუნდი მონაწილეობდა. მეორე საპრიზო ადგილზე აღსრულების ეროვნული ბიუროს გუნდი გავიდა, ხოლო მესამეზე საჯარო რეესტრის კიდევ ერთმა გუნდა გაიმარჯვა.
2011-12-16 12:49:27
mi3slm.jpgსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს აზერბაიჯანის სახელმწიფო კინოფონდმა გადასცა კინოკადრები და ფოტოები იმ აზერბაიჯანული მხატვრული ფილმებისა, რომელშიც ქართველი მსახიობები მონაწილეობენ. კინოფონდის დელეგაცია, რომელსაც ორგანიზაციის დირექტორი ჯამილ გულიევი ხელმძღვანელობს, საქართველოში ეროვნული არქივის მოწვევით დღეს თბილისს მესამედ ეწვია. დელეგაციამ შეხვედრა გამართა ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორთან თეონა იაშვილთან.
სულ ნაპოვნია 29 გვერდი